Category Archives: პოეზია

3:0

უცნაურია და ცოტა ბავშვურია ქაღალდის თვითმფრინავივით ჰაერში გაშვებული თავიდან ფეხებამდე თითქოს გავიჟღინთე _ შენი სათვალე და თმები დაშვებული სამი საყურე და ერთი მოგონება ყავის შავ მარცვლებს და ღიმილს დაგიფქვავდი შურით გამოგჭამეს მზერა გოგოებმა მაგრამ მე შენს გარდა, ვერც ერთს აღვიქვამდი … Continue reading

Posted in პოეზია | 1 Comment

ოშმ

მივმართავ ყველა ქალიშვილის თუ არის განათხოვარი თუ გამხდის დაღლილს ნასკებს და თუ არის კარგი პოვარი ვარ ოცდა რვა წლის, უცოლო მალე გავხდები ოცდა ცხრის ფეხებშუა, ჭიპი, მუცელი, სხვაგან არასდროს არ ვყოფ ცხვირს ყველაფრით უზრუნველი და ფულით უზრუნველყოფილი მაგრამ არა მაქვს … Continue reading

Posted in პოეზია | 10 Comments

შორს

შენ, სადღაც შორს _ ათასი მეგაბაიტის, ერთი კარის, ოთხი მდინარის ცხრა მთის და არცერთი ზღვის იქეთ ითბობ გაყინულ თითებს და ტუჩებს ჭიქით… წუხელ კი ახალი ზღაპარი მოვიფიქრე: თითქოს ბიტებად დაშლილებს ოპტიკური ინტერნეტი მიგვაქროლებდა _ ერთი იქა, ნული აქა. იყო და … Continue reading

Posted in პოეზია | 1 Comment

კუთხის საკონდიტრო

სწრაფ და მხიარულ ნოტების ფონზე ამოისუნთქა აკორდიონმა მე გიღიმოდი როცა მტოვებდი მე გიღიმოდი _ ოღონდ მტკიოდა “დიხ გეთაყვა, ფინჯანი ყავა ოღონდ ეს ჭიქა ოდნავ დიდია…” შენი კისერი _ აი რა მტკივა სხვა ყველაფერი ფეხზე მკიდია ისევ და ისევ, ჩუმად და … Continue reading

Posted in პოეზია | 4 Comments

ორივე

ორივე თვალით ორივე ხელით ორივე ვინაწილებდით წვეთებად სითბოს მორჩენილს ოთხივე ტუჩი როგორც დარაჯი _ მორიგე ვხედავდით მთვარეს ცაზე მორცხვად გამოჩენილს ორივე ლოყა მწვავდა ორივე ხელისგულს ფილტვები ჰაერს ჩუქნიდნენ ცხვირის ნესტოებს ვგრძნობდი შენს სხეულს როგორც ფურცელზე მელნის სუნს რომელსაც უნდა მაგრამ … Continue reading

Posted in პოეზია | 3 Comments

ჰაიკუ

დავიფრენდებ და ცოლად მოვიყვან გოგოს რომელსაც დედაჩემი დამისაჯესთებს

Posted in პოეზია | 2 Comments

ანტიდეპრესანტი

თუ კი ირგვლივ არაფერი გახარებს თუ კი მოხვდი ბანკების შავ სიაში თუ კი მხრები მოწყენილმა დახარე თუ კი თვლი რომ ხარ ღრმა დეპრესიაში თუ კი უცებ მიეტანე შოკოლადს თუ კი ნახვა არავის არ გინდება თუ ყველაფრის გეზარება მოყოლა თუ დაგფარეს … Continue reading

Posted in პოეზია | 4 Comments

პრენეკროფილური

ორივეს როცა ძალიან გვინდა უშინაარსოდ ნუ მეპრანჭები მინდოდა, მსურდა და თქეშად წვიმდა… რომ ზურგზე მეგრძნო შენი კლანჭები ორივეს როცა ხშირი გვაქვს სუნთქვა ხმა ფიქრებს გვიმღვრევს, ცხელია კანი და რასაც გული მკარნახობს სულ ვთქვა: მე მხოლოდ შენი მაღელვებს ტანი ვერ მოვისვენებ … Continue reading

Posted in პოეზია | 4 Comments

საკმარისი ჰოლივუდი

დღისით და ღამით, დღისით და ღამით გაუჩერებლად, რეკურსიულად ვერსად ნაშოვნი საჭირო წამლით ბოლოს სუყველა ვკვდებით შტერულად დღისით თუ ღამით, ადრე თუ გვიან ხარ მოკვდავი თუ ვიღაც მთიელი უწყვეტი დუბლით იღლები იყო კარგიც და ცუდი პოლიციელი

Posted in პოეზია | Leave a comment

მუსი

საქართველო ალბთ ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც ჯორჯ ბუშ უმცროსის სახელობის ქუჩა არსებობს ვისთვის უბრალო რკინა ვისთვის წარწერა ქუჩის ჩემთვის კი ერთი ბინა ნომერი 5, ბუშის არ არის მხოლოდ სახლი რკინა-ბეტონის ფილა როგორც ნამცხვრების დახლი ერთერთი ფანჯრის მინა მაშორებს ჩემს ტკბილ ნაჭერს … Continue reading

Posted in პოეზია | 1 Comment